გადასვლა მთავარ შინაარსზე
STARCO / EDITORIAL POLICY

სარედაქციო სტანდარტები

ჩვენი ცოდნის ცენტრის მიზანია ქართულად გასაგები, პრაქტიკული და მიმდინარე ტექნიკური ინფორმაცია. სტატია უნდა ემსახურებოდეს მკითხველის რეალურ კითხვას და არა მხოლოდ საძიებო საკვანძო სიტყვას.

პირველწყაროები და ფაქტების შემოწმება

Google, Apple, OpenAI, Microsoft, Meta და სხვა პლატფორმების წესებზე მნიშვნელოვანი ფაქტები შესაძლებლობის ფარგლებში მოწმდება ოფიციალურ დოკუმენტაციასთან. სწრაფად ცვალებად თემებზე სტატიის განახლების თარიღი და ბმული პირველწყაროზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

AI-ის გამოყენება

AI შეიძლება გამოყენებული იყოს კვლევის ორგანიზებაში, outline-ის შექმნაში ან draft-ის მომზადებაში, მაგრამ ის არ უნდა გახდეს გამოგონილი ფაქტების, ყალბი ციტატების, არარსებული სტატისტიკის ან კონკურენტის გადაკეთებული ტექსტის წყარო. მასობრივი, ავტომატურად გამოქვეყნებული დაბალი ღირებულების კონტენტი ჩვენი სტანდარტი არ არის.

განახლება და freshness

პლატფორმული წესები, პროგრამული ვერსიები, API-ები, App Store/Google Play მოთხოვნები და AI Search ფუნქციები პერიოდულად იცვლება. ასეთ მასალებს უფრო ხშირი review სჭირდება. Evergreen სტატიები ახლდება მაშინ, როცა ცვლილება მკითხველისთვის არსებით მნიშვნელობას ქმნის.

შესწორებები

თუ მასალაში ფაქტობრივი შეცდომა აღმოჩნდა, მიზანია მისი სწრაფად გასწორება და გვერდის ბოლო განახლების თარიღის შეცვლა მხოლოდ რეალური, არსებითი განახლებისას. ძველი URL, როგორც წესი, შენარჩუნდება, რათა არ დაიკარგოს დაგროვილი კონტექსტი და ბმულები.

კომერციული გამჭვირვალობა

ბლოგი უკავშირდება STARCO-ს მომსახურებებს, თუმცა საინფორმაციო სტატიის ძირითადი ამოცანა სასარგებლო პასუხია. ჩვენ არ ვიძლევით Google-ის #1 პოზიციის, AI სისტემაში ციტირების, App Store approval-ის ან Google Play production access-ის გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ პლატფორმებს ეკუთვნის.

უკუკავშირი

თუ შენიშნეთ არაზუსტი ან მოძველებული ინფორმაცია, დაგვიკავშირდით shotaiasashvili@gmail.com-ზე ან საკონტაქტო გვერდიდან.

WhatsApp დარეკვამოთხოვნა