Close-Up Shot of Scrabble Tiles on a Table

კითხვა: რა არის ადვოკატის ფიცი?

ადვოკატის ფიცს წაიკითხავს უხუცესი წევრი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ დამსწრე წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს. პირი, რომელიც თავისი იდეოლოგიიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, წერს განცხადებას.

ადვოკატის ფიცი:
1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“.

2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს.


3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში.

4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

Contact Us

დაგვიკავშირდით

Trending Articles

silver mercedes benz emblem on blue surface

ვორდპრესი საუკეთესო ვარიანტია?

არის თუ არა WordPress თქვენთვის „საუკეთესო“ არჩევანი, დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე, მაგრამ მას…